ვისთვის ამზადებს ინფრასტრუქტურას ხელისუფლება ანაკლიაში?! საერთაშორისო ტენდერი ამ ეტაპზე პროექტირებისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვის გამოცხადდა, რაშიც ხარჯებს ბიუჯეტი გაიღებს. მთავარი ინვესტორი კი კვლავ უცნობია. საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება დიდია, ვის ხელში აღმოჩნდება სტრატეგიული ობიექტი. პარალელურად, ახლოვდება უკვე ჩაშლილი პროექტის გამო წამოწყებული საარბიტრაჟო დავა, რომელიც შესაძლოა, ხელისუფლებას მილიონები დაუჯდეს. დაკარგული დრო და ფული - ასეთია ოპონენტების გამოხმაურება.