logo
ENG



ტენდერი ჯაშუშობაში ბრალდებულისთვის - შაბათის ფორმულა

07 ოქტ 202320:30
3 წუთის საკითხავი
 

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც 12 წელია რუსეთის არც ერთი ჯაშუში არ დაუკავებია. ფარცხალაძის მცველი და ეფესბეს გაშიფრული აგენტის მფარველი ქართული ოცნებისგან, ალბათ არც უნდა ველოდოთ, რომ მტრული სახელმწიფოს ჯაშუშებს ოდესმე გამოავლენს ან დასჯის, რადგან სწორედ ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ აგენტობაში ბრალდებულები, ამ ხელისუფლებამ ციხიდან პოლიტპატიმრების სტატუსით გაუშვა. სწორედ ყოფილი ხელისუფლების დროს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ, პეტრე დევრიშაძეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ჯერ რეაბილიტაციის უფლება მისცა, შემდეგ კი მილიონები აშოვნინა და რაც ყველაზე ცინიკურია - ქართული ჯარის და ქართული პოლიციის ხარჯზე - შაბათის ფორმულას ჟურნალისტური გამოძიებით, დავადგინეთ და ყველაფერს დღეს დოკუმენტებით გიჩვენებთ, რომ მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში, სახელმწიფომ დევრიშაძეს დაახლოებით 5 მილიონი ლარის ტენდერები მოაგებინა - რუსეთის აგენტობაში მხილებულს - ქართულმა ოცნებამ, ჯერ ქართული ჯარის, ახლა კი პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აღჭურვა ჩააბარა. 


close დახურვა