logo
ENG



ტერაქტი მალიში - დაიღუპა 49 ჯარისკაცი

02 ნოე 201917:59
3 წუთის საკითხავი
 
e6dh7fe6dmk7ezi.jpg

მალიში, სამხედრო საგუშაგოსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 49 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტია, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა. 

აღსანიშნავია, რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. დაღუპულთა შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ტერაქტს 54 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 


close დახურვა