ერთ-ერთი ადგილი, სადაც ღაზის სიახლოვეს ჰამასმა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო მუსიკალური ფესტივალი იყო. ფორმულა ესაუბრა ქართველი ებრაელის, თამარ გოლდბერგის ოჯახს. თამარი ფესტივალზე იმყოფებოდა და ოჯახი მას ამ დრომდე ეძებს. ჰამასის ბოევიკებმა ღაზის სექტორის წინაღობების გარღვევის შემდეგ, კიბუცებში შეაღწიეს, მოსახლეობას სახლებში უცვივდებოდნენ და ხოცავდნენ. მსოფლიო მედიას უამრავი ფაქტი აქვს, როგორ ანადგურებდნენ ოჯახებს.