logo
ENG



ტერორისტი, რომელმაც ეიფელთან ტურისტი მოკლა, ამბობს, რომ თავდასხმა ღაზაში ომის გამო ჩაიდინა

04 დეკ 202318:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/04/58i3hfwo0ctxyy0.png

ტერორისტი, რომელმაც პარიზში 2 დეკემბერს ტურისტებს თავს დაესხა და ერთი გერმანელი ტურისტი მოკლა, ამბობს, რომ ეს ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო ჩაიდინა.

ცნობილია, რომ 26 წლის დაკავებულ ტერორისტს ფსიქიკური დაავადებების დიდი ისტორია აქვს. პოლიციამ ის ეიფელის კოშკთან, თავდასხმის ადგილას დააკავა. მანამდე ის ყვიროდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და თავის აფეთქებისთვის იყო მზად. მისი თქმით, ტერაქტის მოწყობა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო გადაწყვიტა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქეა და სავარაუდოდ 2015 წლიდან ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი გახდა.

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს თავს 2 დეკემბერს დაესხა - საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.


close დახურვა