logo
ENG



ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად დავით გურგენიძე აირჩიეს

27 იან 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს - დავით გურგენიძე აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია - მან 38 ხმა მიიღო. 

დავით გურგენიძე მხარს უჭერს აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენის შესახებ. ამბობს, რომ შოთაძე ღირსეული კანდიდატია და აკადემიურმა საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი შესაძლოა მეორედ გახდეს. საბჭოს წევრები არ ამბობენ, ვისი რეკომენდაციით წარადგინეს შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე, თუმცა, ამტკიცებენ , რომ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ. 

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ შესთავაზა, ოფიციალურად ერთ-ერთი ინიციატორი იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი, ნინო ნიშნიანიძე იყო. ნიშნიანიძე ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ირაკლი შოთაძე მხოლოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ ის ტექნიკურ უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. 

შოთაძე  „ქართული ოცნების“ ერთადერთი კადრი არ არის, რომლის კანდიდატურაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის შემდეგ შეირჩა. უნივერსიტეტში კანცლერად  „ქართული ოცნების“ დეპუტატი კარლო კოპალიანი სწორედ ამ საბჭოს რეკომენდაციით დაინიშნა. 

ახალ აკადემიურ საბჭოს უნივერსიტეტი 29 იანვარს აირჩევს. 


close დახურვა