logo
ENG



ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

14 თებ 202513:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/14/q48e5zs06b0x4wo.jpg

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ტექნიკური ხარვეზის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უკვე ადგილზე არიან და მუშაობენ ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად.

თბილისის მეტროს პირველი ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა