მსხვერპლი მოჰყვა სროლას შეერთებულ შტატებში. ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. დაშავდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია მომხდარის მოტივი. სამართალდამცველები არც თავდამსხმელის ვინაობას ასაჯაროებენ.