ტელეკომპანია პირველის ოფისთან პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ადგილზეა მედია და ტელეკომპანიის ჟურნალისტებიდ ა წამყვანები. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება პოლიციელთა მობილიზება.
ტვ პირველის ცნობით, მათ შსს-ში დაუდასტურეს, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია ძალადობრივი დაჯგუფებების ტელეკომპანიასთან მისვლაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.
ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების აქცია დასრულდა.