ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის მოსახლეობა მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებს. გლეხებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს რომ კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“ მათგან 14 ათასი ტონის შეძენის პირობა დადო, თუმცა მხოლოდ 5 ათასი ტონა შეიძინა.
ყოველწლიურად ტვიში დაახლოებით 50 ტონა უნიკალური ჯიშის ყურძენი მოდის, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბერვი კომპანია ყურძენს სხვა სოფლებში ყიდულობს და ტვიშის ცოლიკაურად ასაღებს, რის გამოც ისინი ზარალდებიან.