logo
ENG



ტიკარაძე: 100 000 მოსახლეზე 3-ჯერ მეტი საწოლი გვაქვს მობილიზებული, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს

10 აგვ 202111:33
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: 100 000 მოსახლეზე 3-ჯერ მეტი საწოლი გვაქვს მობილიზებული, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სამინისტრომ საქართველოში მობილიზებული საწოლფონდი სხვა ქვეყნებს შეადარა და გამოიკვეთა, რომ ჩვენთან 100 000 მოსახლეზე სამჯერ მეტი საწოლია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. 

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არსებული რესურსის ფარგლებში თავის მაქსიმუმს აკეთებს.

"100 000 სულ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს მობილიზებული დაახლოებით სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, თუმცა ეს არ არის საკმარისი და სწორედ ამიტომ, არაერთხელ მივმართავთ საზოგადოებას და ვითხოვთ მათგან დახმარებას და მორჩილებას, რადგან ვირუსი გახდეს მეტად მართვადი და არ იყოს კოლაფსი", - თქვა ტიკარაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, რესურსი შეზღუდულია და "ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც შეუძლებელია".

"ვერ შევაგროვებთ და ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან ექიმები ვერ მოემსახურებიან. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც არსებული რესურსით შეუძლებელია", - თქვა ტიკარაძემ.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა