ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც საპარლამენტო არჩვნების დრო მოვა სამინიტრო შესაბამისს კონულტაციებს გამართავს.
ტიკარაძის თქმით, არჩევნებამდე საკმარისი დროა, რათა ვირუსის მართვა ეფექტურად განხორციელდეს.
„ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, ვინაიდან არჩევნებამდე გვაქვს საკმარისი დრო, რომ ეფექტურად ვმართოთ ინფექცია. ასევე გვაქვს გარკვეული მოლოდინები თუ როგორი შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელება შემოდგომაზე.
ჩვენ ყოველდღიურად გავცემთ რეკომენდაციებს როგორც საჯარო სტრუქტურებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის. ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახური დეტალურად სწავლობს თითოეულ გარემოს, სადაც ადამიანს მოუწევს მუშაობა. როდესაც დადგება დღის წესრიგში არჩევნების ჩატარების საკითხი, ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ კოსნულტაციები“, - განაცხადა ტიკარაძემ.