logo
ENG



ტიკარაძე: ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი

25 ნოე 202015:31
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, კონსულტაციები ახლაც გრძელდება.

"ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი", - თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა