logo
ENG



ტიკარაძე: გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს უსიმპტომოდ აქვთ გადატანილი კორონავირუსი

05 მაი 202016:14
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებს კორონავირუსის ინფექცია უსიმპტომოდ ჰქონდათ გადატანილი, მინისტრის განცხადებით ეს პაციენტები სტაციონარში მოთავსებული არ იყვნენ. როგორც ტიკარაძე განმარტავს, მათი მომდევნო კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და ნაწილზე დღემდე მიმდინარეობს მონიტორინგი.

„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს აქვთ გადატანილი ინფექცია, რომელბსაც არ უდგინდბოდათ სიმპტომები. ასეთი არის რამდენიმე მოქალაქე და მათი ყველა მომდევნო კონტაქტი გამოკვლეულია და ამ ადამიანებში გვყავს ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღემდე მიმდინარეობს. ის პაციენტები სტაციონარში არ ყოფილან“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


close დახურვა