logo
ENG



ტიკარაძე: ინფიცირებულების მატება საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს

14 ოქტ 202011:27
3 წუთის საკითხავი
clock 739

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადებით, ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა საწოლების დეფიციტს არ გამოიწვევს, რადგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს და საწოლებიც თავისუფლდება. 

მისივე განცხადებით, საქართველოში სულ 3500-მდე საწოლია მობილიზებული, აქედან 2200-მდე დაკავებულია. 

"პაციენტები ინფიცირდებიან, მაგრამ აუცილებლად ჯანმრთელდებიან. მხოლოდ აჭარაში გუშინ გვყავდა 207 გამოჯანმრთელებული. ამას ჯანდაცვაში ეწოდება საწოლბრუნვა. გამომდინარე აქედან, ინფიცირებულების მატება ეს აუცილებელ შემთხვევაში არ გამოიწვევს საწოლების დეფიციტს.  

მობილიზებული გვაქვს 3500-მდე საწოლი, 2200-მდე პაციენტი გადის მკურნალობას, სატრიაჟე სივრცეშიც არიან პაციენტები, რომლებიც ან კოვიდის ტესტის პასუხს ელოდებიან, ან ექიმის დამატებით ჩარევას იმისათვის, რომ გადაყვანილები იყვნენ სხვა პროფილის საავადმყოფოებში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღეს საქართველოში COVID-19-ის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 292.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 13 521 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 109 კი გარდაიცვალა.


close დახურვა