logo
ENG



ტიკარაძე: ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა, გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებით

23 აგვ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა, გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებით

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ორჯერ აცრილის გარდაცვალება დაფიქსირდა. 

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, პაციენტს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა, რომელიც ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული.

ამასთან, მინისტრის თქმით, მსგავსი შემთხვევები პანიკის საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს, რადგან აცრა, ძირითად შემთხვევებში, ლეტალური შედეგისგან იცავს.

"მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0,001%. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო ქრონიკული დაავადებებიდან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო", - ამბობს ტიკარაძე.

23 აგვისტოს მონაცემებით,​ კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა.


close დახურვა