logo
ENG



ტიკარაძე: პიკურ სტადიას შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ

02 აპრ 202013:57
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პიკური სტადია შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არსებობს, თუმცა არც ის არის შესაძლებელი, რომ სახელმწიფომ ზომები არ გაამკაცროს.

„ის მოლოდინი, რომ ამ ეტაპისთვის 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, მივყვებით გეგმას და ეს ასეა. ახალი 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი  უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან, ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია გართულებული შემთხვევების გაზრდისთვის და მართვისთვის.

ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, ტუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში, ეს იქნება დამოკიდებული ამაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა