ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტების ტესტირება დაავადედბის კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმის შემუშავების შემდეგ იგეგმება.
„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამოქმედების შემდეგ ესეც იგეგმება", - თქვა მინისტრმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსზე მედიის წარმომადგენლების გატესტვა დღეს დაიწყება. როგორც გოფოძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს სწრაფი ტესტი ჩაუტარდებათ, საეჭვო შემთხვევაში კი, განმეორებით კვლევა pcr ტესტით მოხდება.