logo
ENG



ტიკარაძე: საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან

22 აპრ 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულამდე პატრიარქს შეხვდება. 

ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ეკლესია, წინა წლის მსგავსად, წელსაც დადგება ხალხის გვერდით. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან იდგა ეკლესია საეკლესიო დღესასწაულებზე ხალხისა და მთავრობის გვერდით, წელსაც დიდი იმედი გვქვს მათი მხარდაჭერის. საეკლესიო დღესასწაულების წინ, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან",- განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში. 

აღსანიშნავია, რომ აღდგომის დღესასწაულამდე პატრიარქთან შეხვედრის აუცილებლობაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა. კერძოდ, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულის გამართვაზე საკითხების განხილვა საპატრიარქოსთანაც მოხდება

 

 

close დახურვა