logo
ENG



ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად

18 აგვ 202110:57
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად
რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეიდან ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზადაა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მას შემდეგ მიიღებენ, როდესაც ჰოსპიტალური რესურსი საკმარისი აღარ იქნება.

"საველე ჰოსპიტალი დღეიდან უკვე მზადაა პაციენტების მისაღებად, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში. ზუსტად ვიაზრებ, თუ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან მსგავსი ჰოსპიტალი საქართველოში არასდროს არ ყოფილა გაშლილი, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია", - ამბობს ტიკარაძე.

რაც შეეხება სამგორში გაშლილ საველე ჰოსპიტალს, მინისტრი ამბობს, რომ ეს სივრცე არ უნახავს და პაციენტების მიღება მხოლოდ დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალშია დაგეგმილი.

"სამგორში გაშლილი სივრცე მე არ მინახავს. შესაბამისად, სამგორთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია პაციენტების მომსახურება კონკრეტულად ამ ლოკაციაზე", - თქვა ტიკარაძემ.

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი. 

მორე საველე ჰოპსიტალი კი, თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში ახალი საველე ჰოსპიტალი ეწყობაჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. ადგილზე, ჯერჯერობით, მხოლოდ საწოლებია განლაგებული და არ არის სამედიცინო ინვენტარი. 

18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.

 
 

close დახურვა