logo
ENG



ტიკარაძე: ქავთარაძეზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო, პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო

23 აგვ 202111:22
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ქავთარაძეზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო, პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, 200-მდე საწოლია მობილიზებული და პაციენტების მიღება გუშინ დაიწყო.

"დედაქალაქში მსგავსი საველე ტიპის ინფრასტრუქტურა გაიმართა ქავთარაძის ქუჩაზე, სადაც 200 საწოლია მობილიზებული. გუშინ უკვე დაიწყო პაციენტების მიღება და დაახლოებით, 200-მდე პაციენტის მიღება შეიძლება, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ჟანგბადით", - განაცხადა ტიკარაძემ.

პირველი საველე ჰოსპიტალი დიღომში მოეწყო, სადაც 500-მდე საწოლია მობილიზებული. საველე ჰოსპიტალი გაიშალა სამგორშიც, თუმცა ის ჯერ არ ამოქმედებულა.


close დახურვა