ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, შაბათს, 11 სექტემბერს საქართველოში სინოფარმის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვა.
ვაქცინები საქართველოს საჩუქრად წითელმა ჯვარმა გადმოსცა.
"გვაქვს სასიხარულო ამბავი იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ირჩევს სინოფარმს - მინდა, მადლობა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა სინოფარმს შაბათს საჩუქრად მივიღებთ.
ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ისე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია". - თქვა ტიკარაძემ.
აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში და პარტიების ცხელ ხაზზე:
ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222; დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956; ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46.