logo
ENG



ტიკარაძე: შეზღუდვები 80%-ით გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას

14 აგვ 202114:57
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: შეზღუდვები 80%-ით გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას
რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დრეს ამოქმედებული შეზღუდვები არსებულ ეპიდვითარებას 80 პროცენტით გააუმჯობესებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

"დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80 პროცენტით გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა იმისთვის, რომ ეს ჩვენ ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს და ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს მიერ გადაწყვეტილი, რომ 3-კვირიანი შეზღუდვა არის, რათა ჩვენ 2 კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით არის მოსალოდნელი", - აღნიშნა მინისტრმა. 

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. 

გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 


close დახურვა