logo
ENG



ტიკარაძე: შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მწვანე ზონაში შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას

20 იან 202119:21
3 წუთის საკითხავი
clock 1253
ტიკარაძე: შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მწვანე ზონაში შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას

თქვენ იცით, რომ ქვეყნები არის დაყოფილი მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში რეგიონები გვაქვს დაყოფილი ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, რომელზეც მივუთითებთ ჩვენ რომ არის მწვანე ზონა, რა თქმა უნდა გვექნება მეტი საშუალება იმისა, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც იქნას გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა.


close დახურვა