logo
ENG



ტიკარაძე: შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 80-დან 100 მოქალაქემდე იყოს

18 მარ 202008:23
3 წუთის საკითხავი
 

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატებას ელოდებიან, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს რომ გაიზრდება შიდა გავრცელების შემთხვევები. ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 80-დან 100 ადამიანამდე გაიზარდოს, ასევე გართულდეს დაინფიცირების წყაროს დადგენა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია. რაც შეეხება საგანგებო რეჟიმის შემოღებას, მინისტრის თქმით ამ ეტაპზე ქვეყანაში ამის საჭიროება არ დგას.

"მუდმივად ვემზადებით მძიმე შედეგისთვის. შესაბამისად იმ დაშვებებიდან გამომდინარე, რა რიცხვიც დღეს გაგვაჩნია, შემოყვანილი მოქალაქეებთან მიმართებაში, არსებობს ალბათობა რომ წყაროს დადასტურება ვერ მოვახერხოთ. გვექნება გარკვეული პიკი და ეს შეიძლება იყოს 80-დან 100 მოქალაქემდე, თუმცა ეს პანიკის საფუძველს არ იძლევა. ამ ეტაპზე სახელმწიფო იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რათა საგანგებო სიტუაციის შემოყვანა საჭირო არ გახდეს",-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.


close დახურვა