logo
ENG



ტიკარაძე: ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში

22 აპრ 202115:59
3 წუთის საკითხავი
 
ტიკარაძე: ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში
რადიო თავისუფლება

ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ძალიან ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან.

უკვე საზოგადოებამაც და ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იციან იმ ინსტრუმენტების გამოყენება და შეფასება ინფექციის გავრცელების, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკვირდებიან. ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. გვაქვს 1.47% ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4%-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც მიუთითებს, რომ ინფექცია სწრაფად ვრცელდება და უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას


close დახურვა