ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა სინოფარმით აცრა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ და მათთვის რეგისტრაცია დღეს, 27 აპრილს 8 საათზე გაიხსნება. ამის შესახებ მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ შეხვედრის ძირითადი თემა ჩინური ვაქცინა იყო.
"გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიხსნება 8 საათზე პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველია არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი უსაფრთხო ვაქცინაა, შესაბამისად, საბჭო დაეყრდნო ამ საერთაშორისო გადაწყვეტილებას", - განაცხადა მინისტრმა.
ჩინურ სინოფარმს ჯერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ აქვს, თუმცა, როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აქვს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 29 აპრილს გაიმართება დამატებითი სხდომა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას სინოფარმის ავტორიზაციასთან დაკავშირებით.
"ამას გარდა, ჩვენ გვაქვს არაერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სინოფარმი არის უსაფრთხო. მილიონობით მოქალაქეს აქვს გამოყენებული სინოფარმი", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე