logo
ENG



ტიკარაძე დევნილთა დასახლებაში მოქალაქეების მოწამვლაზე - ეს შენობა კერძო საკუთრებაა

08 ივლ 202018:16
3 წუთის საკითხავი
clock 1752
rk6h9ux5txmqph3.jpg

ადგილზე, სადაც ათზე მეტი ადამიანი მოიწამლა, წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები და ლაბორატორიული სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ.

თბილისის ზღვის მიმდებარედ მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მოსახლეობის მოწამვლის მიზეზი დაბინძურებული სასმელი წყალია.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ვინაიდან შენობა კერძო პირის საკუთრებაშია.

რაც შეეხება მოწამლულების მდგომარეობას, ტიკარაძისვე თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს სასწრაფო დახმარების თხოვნით მიმართეს, ამ ეტაპზე სტაციონარში იმყოფებიან.

„ეს საცხოვრებელი არის კერძო მფლობელის ობიექტი. იქ ცხოვრობს დევნილი მოსახლეობა, რომელთა ნაწილიც განსახლებულია დევნილთა პროგრამის მიხედვით, დანარჩენ ნაწილს აქვს დღესაც საშუალება, რომ შემოიტანოს განაცხადი და მათი დაკმაყოფილება მოხდება კრიტერიუმების მიხედვით. ჩვენ დღეს ვზრუნავთ იმ პაციენტებზე, რომლებმაც მიმართეს სასწრაფო დახმარებისთვის სახელმწიფოს და ჩვენ გადავიყვანეთ ისინი სტაციონარში“,-აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, თბილისის ზღვის მიმდებარედ, დევნილების დასახლებაში 15 ადამიანი მოიწამლა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მოწამვლის მიზეზი დაბინძურებული სასმელი წყალი გახდა.


close დახურვა