ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქართველ ინფექციონისტებს რამდენიმე კვირის წინ არ ჰქონდათ საკმარისი მტკიცებულება, რომ კარანტინის ვადის შეზღუდვა ინფექციის გავრცელებას არ გამოიწვევდა. თუმცა, ახლა არსებობს კვლევები და გამოცდილება.
"დღეს ჩვენ გვაქვს კვლევები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მე-8 დღეს, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის გვესაჭიროება მე-12 დღეს ჩატარებული ტესტირებაც", - თქვა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის გამოვლენისთვის კარანტინის ვადა ჯერ 14-დან 12-მდე, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი 8 დღემდე შემცირდა.