ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, იანვრის თვიდან საქართველოში კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანმა გაირა.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.
"ამ ეტაპისთვის, საქართველოში სულ, დაწყებული იანვრის თვიდან, კარანტინი და თვითიზოლაცია 2000-მდე ადამიანი. აქედან კარანტინაში 426 ადამიანი იყო, საიდანაც 263 ადამიანმა დატოვა უკვე კარანტინი და მას სტატუსი აქვს ჯანმრთელი ადამიანის. ამ ეტაპზე არ ვთვლით საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რადგან ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დადგენილ პაციენტებთან, არის აღრიცხული. დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, რომ ზოგმა მოქალაქემ ქეთილსინდისიერად არ დაიცვა თვითიზოლაციის პირობები, გადაწყდა, რომ თვითიზოლაციის კომპონენტს უწყებათაშორისი კომისია გაუწევს მონიტორინგს", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.