ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია. ამადროულად, ჩინეთიდან საქართველოში ფრენები აიკრძალება.
„ფრენები აიკრძალება, უხანიდან იგეგმება ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია და დღეს დღის მეორე ნახევარში ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია. ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთდ, კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხი ათასს აჭარბებს. კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთშიც.