logo
ENG



ტოგოს სანაპიროსთან გატაცებული ხომალდის ეკიპაჟის ქართველი წევრის ვინაობა ცნობილია

05 ნოე 201910:58
3 წუთის საკითხავი
 
ze3whqcwt5zligk.jpg

ტოგოს სანაპიროსთან გატაცებული ხომალდის ეკიპაჟის ქართველი წევრის ვინაობა ცნობილია. საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ.

საზღვაო სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის ზაზა მახარაძის ინფორმაციით, გამტაცებლები ამ დრომდე არ გამოსულან კონტაქტზე, შესაბამისად, მათი მოთხოვნები და ადგილმდებარეობა, უცნობია.

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ მქონდა ბოლო კომუნიკაცია კომპანიასთან. როგორც მოგეხსენებათ, ინციდენტი მოხდა გუშინ გამთენიისას. გემზე სულ 24 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. გაიტაცეს ოთხი წევრი, მათგან ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და ერთიც საქართველოს მეზღვაურია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კავშირზე არ გამოსულან გამტაცებლები, აქედან გამომდინარე არც ისაა დადგენილი სად იმყოფებიან ამ მომენტისთვის“, - განაცხადა მახარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტოგოტს რესპუბლიკის სანაპიროსთან, ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს მეკობრეები დაესხნენ. თავდამსხმელებმა ეკიპაჟის 4 წევრი ტყვედ აიყვანეს, მათგან ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და ერთიც საქართველოს მოქალაქეა.

დასავლეთ აფრიკის საზღვაო ძალების ცნობით, ხომალდის გატაცების დროს მეკობრეებთან დაპირისპირებაც მოხდა და დაცვის ერთი წევრი დაიჭრა. ტანკერი პორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით ცურავდა.

 

 


close დახურვა