logo
ENG



ტოკიოს ოლიმპიადა მომავალ წლამდე გადაიდო

24 მარ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები წელს აღარ გაიმართება. იაპონიის პრემიერმა თხოვნით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და ოლიმპიადის ერთი წლით გადავადება სთხოვა.

სინძო აბეს შეთვაზებაზე ორგანიზატორებმა თანხმობა განაცხადეს. ოლიმპიური თამაშები მომავალ წელს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება გავრცელდება პარაოლიმპიადაზეც. თამაშების ჩატარება ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე ქვეყანამ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.


close დახურვა