კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადადების საკითხს ორგანიზატორები არ განიხილავენ.
ოლიმპიური ჩირაღდნის ჩამოსატანად ტოკიოდან ათენში თვითმფრინავი გაგზავნეს. მაგრამ ბორტზე დელეგაცია არ იმყოფებოდა.
ლაინერი მხოლოდ აეროპორტის თანამშრომლებმა გააცილეს. გეგმის თანახმად, ოლიმპიურ ჩირაღდანს ბერძნული მხარე იაპონიის ელჩს გადასცემს. თამაშები კი გეგმის მიხედვით 24 ივლისს გაიხსნება.