logo
ENG



ტორესა მოსი გაათავისუფლეს

14 ნოე 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock 899

ტორესა მოსი გაათავისუფლეს. 

ადმინისტრაციული საქმის განხილვა 19 ნოემბერს დაინიშნა. 

სასამართლო პროცესის პარალელურად, შენობასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა - მოქალაქეებმა წიგნები მიიტანეს და გალიებში ჩაკეტეს. 

მწერალი და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, 12 ნოემბერს დააკავეს, როცა პარტიის წევრებმა ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირება სცადეს. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. 

პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს.

ტორესა მოსისთან ერთად, დააკავეს პარტიის სხვა ქალაქების წარმომადგენლებიც. 

12 ნოემბრის აქციით გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებმა 10 ნოემბრის მოვლენები გააპროტესტეს, როცა სუს-ის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე ერთ საათში 44 ადამიანი დააკავეს, თან ისე, რომ მათთვის მიზეზი არ აუხსნიათ. ადამიანებს პოლიციის მანქანაში ჟურნალისტებთან საუბრის დროსაც სვამდნენ. 

პოლიციის მტკიცებით, აქციაზე შეკრებილები სუს-ის შენობის ბლოკირებას ახდენდნენ, რაც კანონით აკრძალულია. 


close დახურვა