ტორპედოს გულშემატკივრები თითქმის გაუქმებული გუნდის ერთგულები რჩებიან და აქციებს აგრძელებენ. ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ტორპედოს გულშემატკივრებმა და საფეხბურთო კლუბის თანამშრომლებმა პერფორმანსი გამართეს.
სტადიონის სექტორზე შეკრებილებმა, დაშლის პირას მყოფი ისტორიული საფეხბურთო კლუბის არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. ფეხბურთის გულშემატკივრებმა, ცარიელ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბის ჰიმნი გააჟღერეს გუნდში დარჩენილ ფეხბურთელებს სოლიდარობა გამოუცხადეს.