logo
ENG



ტოტალიზატორის მომხმარებელთა ბარათებიდან თანხის უკანონო დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს

15 ივლ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 
8wphky84igcsd3o.png
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევასა და დიდი ოდენობით თანხების ფარულად დაუფლების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთის მოქალაქე მ.მ.-მ და ა.კ.-მ უნებართვოდ შეაღწიეს ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოს მომხმარებელთა ვებ-გვერდებზე და მათზე მიბმული საბანკო პლასტიკური ბარათებიდან ფარულად დაეუფლნენ 23 მოქალაქის კუთვნილ თანხებს. მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ, ჯამში, 72 000 ლარი შეადგინა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

close დახურვა