logo
ENG



ტოჩინოშინი დაწინაურდა - აკი ბაშოს რეიტინგი ცნობილია

01 სექ 202013:53
3 წუთის საკითხავი
 
hqrn70101usywpe.jpg

იაპონიის სუმოს ასოციაციამ სექტემბერში ჩასატარებელი აკი ბაშოსთვის განახლებული ბანძუკე, ანუ რეიტინგი წარმოადგინა.

იოკოძუნებისა და ოძეკების შესახებ არანაირი ცვლილება არ არის, სეკივაკეების წოდებას კი კიდევ ერთი სუმოისტი მიემატა და რაოდენობა სამამდე გაიზარდა (შოდაი, მიტაკეუმი, დაიეიშო).

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ქართველი ფალავნის, ტოჩინოშინის მდგომარეობაა. ლევან გორგაძემ ივლისის ბაშო ბრწყინვალედ ჩაატარა და სერიოზული წინსვლა განიცადა, იგი მე-4 მაეგაშირა იქნება.

რაც შეეხება მეორე ქართველს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, კიდევ უფრო დაქვეითდა და ამჟამად სანდანმეს 85-ე ნომერი იქნება.

 


close დახურვა