4 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ იაპონიაში სუმო დაბრუნდა. კოვიდ 19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ივლისის ბაშო რომელიც ტრადიციულად ნაგოიაში იმართებოდა ტოკიოში გადმოიტანეს და დარბაზში მაყურებელიც დაუშვეს.
ზაფხულის სუპერტურნირს მე-11-ე მაეგაშირას რანგით შეხვდა „ტოჩინოშინი”. ბაშოს მეორე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე ბრაზილიელი - კაისეი იყო, რომელმაც ქართველი სუმოისტი დაამარცხა. ივლისის ბაშოს მესამე საშეჯიბრო დღის წინ, ლევანის ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 33 წლის იაპონელი გოლიათი - მიოგირიუ იქნება.