logo
ENG



ტოჩინოშინი ტრავმის გამო ბაშოს გამოეთიშა

14 ნოე 201910:48
3 წუთის საკითხავი
 
p3r4sgw8ybqm5nj.jpg

ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა. ტოჩინოშინმა გუშინდელ დაპირისპირებაში ნეკნი მოიტეხა და ტურნირს ვეღარ გააგრძელებს. მან მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტაკარაფუჯის დამარცხება შეძლო და მოგებათა და წაგებათა ბალანსი გაუთანაბრდა, ორი ორთან. გორგაძე ოძეკის წოდების დაბრუნებას მიმდინარე ბაშოზე ვაღარ შეძლებს. რაც შეეხება დაბალ დივიზიონში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს, იგივე გაგამარუს, მან თავისი ორთაბრძოლა წააგო და უარყოფითი ბალანსი, ერთი სამთან დაუფიქსირდა.


close დახურვა