logo
ENG



ტოჩინოშინმა ზაფხულის ბაშოზე მე-8 გამარჯვება მოიპოვა

31 ივლ 202015:15
3 წუთის საკითხავი
 
9uq25vvy8x7fce7.jpg

ზაფხულის ბაშოს მე-13 დღეს ლევან გორგაძემ დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირა. ქართველის ანგარიშზე რვა გამარჯვება და ხუთი მარცხია. დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იყო, რომელსაც აქამდე ოთხჯერ დაუპირისპირდა და სამჯერ გაიმარჯვა. 

პირველი შეჯახების შემდეგ ლევანმა ოდნავ უკან დაიხია, თუმცა მავაშიში ჩავლების აღება მოახერხა და გამარჯვება აღარ გასჭირვებია. ტოჩინოშინმა ჩიომარუს უკან დაახევინა და იორიკირით გაიყვანა დოჰიოდან.

ტურნირის მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება.


close დახურვა