გაზრდილი კრიმინალის, ელიტური კორუფციის , გაღატაკებული საზოგადოების მსგავსად - 11 წლის განმავლობაში ოლიგარქის მთავრობამ სტიქიური უბედურებების დროს - ტოტალური გულგრილობა და არაპროფესიონალიზმი აჩვენა. 11 წლის განმავლობაში მომხდარი - არაერთი სტიქიის დროს - ყველაზე უკეთ ჩანს რამდენად არაპროფესიონალია გუნდი, რომელმაც საქართველო მიიტაცა. სტიქიის მასშტაბს ამ ხელისუფლების პირობებში მნიშვნელობა არ აქვს, ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში ერთმანეთის იმედად რჩება და შიშველი ხელებით თავის გადასარჩენად იბრძვის - ჩინოვნიკებს კი სტიქიასთან არაკომპეტენტური ბრძოლის შემდეგ აწინაურებენ. შაბათის ფორმულას სიუჟეტის გმირები, ის ადამიანები არიან, რომლებიც სტიქიას შემთხვევით გადაურჩნენ და რომლებმაც ხელისუფლების გულგრილობა საკუთარ თავზე გამოცადეს.
ტრაგედიების 11 წელი - შაბათის ფორმულა
30 სექ 202320:44
3 წუთის საკითხავი