ჯერ ისევ დაუდგენელია ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი, რასაც 17 წლის მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო ზარის დღეს მეთორმეტე კლასის მოწაფე დაიღუპა. მანქანა მდინარეში გადავარდა. ტრაგედია ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოხდა. ავტომობილში 4 ადამიანი იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ტრაგედიით დასრულებული ბოლო ზარი
20 მაი 202220:01
3 წუთის საკითხავი