logo
ENG



ტრაგედიით დასრულებული დაკავების ოპერაცია

19 აპრ 202220:27
3 წუთის საკითხავი
 

რა წინააღმდეგობები არსებობს წყნეთში მომხდარი მკვლელობის საქმეში. რა ვითარებაში მოკლა პოლიციელმა 30 წლის კაცი. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პროკურატურიდან გადმოიყვანეს, საზოგადოებას ვერსია წაუკითხა. ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. სანდოა თუ არა ეს ვერსია - საქმეში არა ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვაა.  


close დახურვა