logo
ENG



ტრადიციები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, კორონავირუსთან ბრძოლაში მარცხდებიან

26 აპრ 202022:36
3 წუთის საკითხავი
 

ტრადიციები, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს, ჯერჯერობით კორონასთან უთანასწორო ბრძოლაში მარცხდებიან. აღარ არის ქელეხი, აღარც ქორწილი. წეს-ჩვეულებები, რომლებიც ბევრი ადამიანის თავშეყრასთან ასოცირდება, დაპაუზდა.

სამეგრელოში მიცვალებულს დისტანციურად დასტირიან. ქუთაისში ქორწილები და სილაღე ენატრებათ. გურიაში, ზემო და ქვემო შუხუთში ახლა „ბირჟაზე" შეკრებილები იმას უნდა განიხილავდნენ, როგორ "აბურთავეს" ერთმანეთი, მაგრამ სასაუბრო თემა ახლა ლელო კი არა, მხოლოდ კორონაა.


close დახურვა