logo
ENG



ტრამპი: აშშ-ის ძალები დაიწყებს ყველა გემის ბლოკირებას, რომელიც ჰორმუზის გავლას შეეცდება

12 აპრ 202617:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/12/0caz0jm9xacifls.png

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ყველა იმ გემის ბლოკირებას გეგმავს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება.

„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები - საუკეთესო მსოფლიოში - დაიწყებს ყველა იმ გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართულმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა და მხარეები უმეტეს საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა ერთადერთი საკითხი, რომელსაც რეალურად ჰქონდა მნიშვნელობა - ბირთვული შეიარაღება - შეუთანხმებელი დარჩა.

„რაღაც ეტაპზე მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ყველას შეეძლება შესვლა და გამოსვლა, თუმცა ირანმა ამას ხელი შეუშალა მხოლოდ იმის თქმით, რომ შესაძლოა სადღაც ნაღმი იყოს, რომლის შესახებაც მათ გარდა არავინ იცის. ეს გლობალური გამოძალვაა, ქვეყნების ლიდერები კი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები, გამოძალვის ობიექტები არასოდეს გახდებიან. ასევე, დავავალე ჩვენს საზღვაო ძალებს, რომ საერთაშორისო წყლებში აღმოაჩინონ და შეაჩერონ ყველა ხომალდი, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვინც არალეგალურ გადასახადს იხდის, ღია ზღვაში უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდება. ჩვენ ასევე დავიწყებთ ირანელების მიერ სრუტეში დამონტაჟებული ნაღმების განადგურებას. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან მშვიდობიან გემებს ესვრის, ჯოჯოხეთში ჩავარდება! ირანმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ დაასრულოს ეს სიტუაცია, რომელმაც მათი ქვეყანა უკვე გაანადგურა. მათი საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, მათი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადარები უსარგებლოა. ხამეინი და მათი „ლიდერების“ უმეტესობა მკვდარია - ეს ყველაფერი მათი ბირთვული ამბიციების გამო მოხდა. ბლოკადა მალე დაიწყება და მასში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან. ირანს არ მიეცემა უფლება, მოგება ნახოს ამ უკანონო გამოძალვის აქტიდან. მათ ფული სურთ და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღი. ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ და საჭირო მომენტში ჩვენი სამხედროები დაასრულებენ იმ მცირედსაც, რაც ირანისგან დარჩა“, - აცხადებს ტრამპი.


close დახურვა