logo
ENG



ტრამპი: დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლოა, „მისტერ ვეტოს“ უფლება გამოვიყენო

02 ნოე 202611:03
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/02/sq81gf8ica3hhvi.jpeg

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტია უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს, მას შესაძლოა კონგრესის მიერ წარდგენილი კანონპროექტების დაბლოკვა, ანუ ვეტოს უფლების აქტიურად გამოყენება მოუწიოს.

ტრამპის განცხადებით, დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, კონგრესსა და თეთრ სახლს შორის პოლიტიკური დაპირისპირება შესაძლოა გაღრმავდეს. მისი თქმით, დემოკრატები პრეზიდენტს სხვადასხვა კანონპროექტს გაუგზავნიან, თუმცა ის მათზე ვეტოს დადებას არ გამორიცხავს.

„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც ერთი-ორი თვის განმავლობაში ყველაფერს ვეტო დაედება, ისინი მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას სიამოვნებით კვლავ შეეცდებოდა, თუმცა ამის შესაძლებლობას კონსტიტუციური შეზღუდვა არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების თანახმად, ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად არჩევა ორზე მეტჯერ დაუშვებელია. შესაბამისად, ტრამპს მესამე ვადით არჩევის შესაძლებლობა მოქმედი კონსტიტუციური ნორმებით არ აქვს.

 


close დახურვა