logo
ENG



ტრამპი: ვარსკვლავებმა და ზოლებმა ერთხელ უკვე ნამგალი და ურო დავიწყებას მისცა

05 ივლ 202621:48
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/05/uo7kqe1hldwenti.png

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, აშშ-ს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის ცერემონიაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დავიწყებას მისცა ნამგალი და ურო. ტრამპის თქმით, თუ საჭირო იქნება, კვლავ იგივე განმეორდება.

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ერთხელ უკვე ნამგალი და ურო დავიწყებას მისცა, და თუ საჭირო გახდება, ამას კვლავ გავაკეთებთ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება იქნება. ვფიქრობ, ხალხმა უკვე ისწავლა, მათ იციან, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მოიქცნენ, და ჩვენ ამას ძალიან კარგად გავუმკლავდებით.

ბატონებო, დიდი მადლობა. საოცარი ადამიანები ხართ.  როგორი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა. თაობების განმავლობაში ამერიკელებს არასოდეს შეუჩერებიათ სწრაფვა, რომ კაცობრიობა ახალ სიმაღლეებზე აეყვანათ", - თქვა ტრამპმა. 


close დახურვა