პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის გამო ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილ სანქციებზეც ისაუბრა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი ჰონგ-კონგის პრივილეგირებული სტატუსის შეჩერებას დაიწყებს და შეზღუდვებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, ვინც, ვაშინგტონის შეფასებით, ჰონგ კონგის ავტონომიის განადგურების პროცესში არიან ჩართულნი.
ტრამპის თქმითვე, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არ შეუშვებენ ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებსაც მიიჩნევენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. დასავლეთის ბრალდებებს არ ეთანხმება ჩინეთის ხელისუფლება და ქვეყნებს მოუწოდებს,ჰონგ-კონგთან დაკავშირებულ საქმეებში არ ჩაერიონ.