logo
ENG



ტრამპი: ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს

06 აპრ 202623:47
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/06/3nuy025aah3a6qt.png

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი შესაძლოა „ერთ ღამეში განადგურდეს“ და ეს, მისი თქმით, „შეიძლება ხვალვე მოხდეს“.

ტრამპის განცხადება უკავშირდება მის მიერ გაჟღერებულ მკაცრ ულტიმატუმს, რომლის მიხედვითაც თეირანს ვადა აქვს ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის. პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, „ჯოჯოხეთში იცხოვრებს“.

ამჟამინდელი ვადით, ირანს სრუტის გახსნისთვის დრო ოთხშაბათის 01:00 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) აქვს მიცემული.

ამავე გამოსვლაში ტრამპმა ისაუბრა ორ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებმაც კატაპულტირება მოახდინეს F-15-დან. პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე სამაშველო ოპერაცია მისი დღევანდელი მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.


close დახურვა